თამარ გაბუნია - ბათუმის კარანტინში მოქცევა გამართლებული არ არის - ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა იყო მაშინ, როცა ტესტირება ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბათუმის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არსებობს.

როგორც გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში აღნიშნა, ეპიდაფეთქების ზონებში უნდა ჩატარდეს ტესტირება, კონტაქტების მოძიება, სწრაფი იზოლაცია და უნდა მოხდეს სოციალური აქტივობების შეზღუდვა.

„ქვეყანაში ეპიდკერების ლოკალიზაცია უნდა მოხდეს. ბათუმის შემთხვევაში, ასეთი დიდი დასახლებული პუნქტის კარანტინში მოქცევა გამართლებული არ არის, რადგან შიგნით მაინც მოხდება ეპიდემიის გავრცელება. ამიტომ, ჩვენს პირობებში, როდესაც დღეს ტესტირების მეტი შესაძლებლობა გვაქვს და შეგვიძლია სწრაფად გამოვავლინოთ ადამიანი, ვისაც აქვს ინფექცია, ამ პირობებში მასშტაბური კარანტინის და ქალაქის ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს. ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა იყო მაშინ, როცა ტესტირება ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო. წერტილოვანი ქმედებები ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მსგავს ეპიდაფეთქების ზონებში უნდა ჩატარდეს სწრაფი ტესტირება, კონტაქტების მოძიება, სწრაფი იზოლაცია და რა თქმა უნდა, სოციალური აქტივობების შეზღუდვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა