ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვექნება ბევრად უფრო მაღალი შედეგი, ვიდრე 50%

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს, კოალიციაზე არ არის საუბარი ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ოპოზიციის წევრების გამოხმაურებებს, სადაც საუბრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის ოცეულში ახალი არაფერი შესთავაზე მოსახლეობას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი თვისობრივად განახლდა, რაც „ქართული ოცნების“ წარმატების გარანტი იქნება.

„ ამას ამბობენ ახალი სახეები, ბოკერია და ნათელაშვილი, პარტიები რომლებიც ვერანაირად ვერ ახერხებ განახლებას, ვერანარი სიახლე ვერ შემოიტანა ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარ გუნდში.

დღეს ნახეთ, რომ თვისობრივად განახლებულია ჩვენი საპარლამენტო გუნდი, სწორედ ეს არის ჩვენი საპარლამენტო წარმატების გარანტი. ოპოზიციის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებში ვხედავთ იგივე სახეებს, რომელიც მობეზრდა ქართულ საზოგადოებას.

რაც შეეხება კოალიციას, კოალიცია არცერთ შემთხვევაში არ დაგვჭირდება, ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი არის ის გუნდი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, გარდა ამისა, სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენი საარჩევნო პროგრამა იქნება რეალისტური და ამბიციურიც.

პროგრამა , განახლებული გუნდი, „ქართული ოცნების“ წარსული გამოცდილება, ჩვენი გაკეთებული საქმეები, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი გარდატეხა, არის ის საფუძველი რასაც ჩვენი საარჩევნო წარმატება დაეყრდნობა. ამას ასევე ემატება გასული თვეების წარმატებული გამოცდილება პანდემიასთან ბრძოლაში.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბუნებრივია არის გარანტი იმის, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს, კოალიციაზე ბუნერბივია არ არის საუბარი, ჩვენ გვექნება ბევრად უფრო მაღალი შედეგი, ვიდრე 50%“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა