ადვოკატი - ვახტანგ ჩიქოვანი ერთ-ერთია, რომელსაც ფრჩხილები დაჭრილი არ ჰქონდა და ამავდროულად, ისეთივე ტანსაცმელი წარადგინა, როგორიც ეცვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა გიორგაძის განცხადებით, მათ დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები გაცვალეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით წინასასამართლო სხდომა არ დასრულებულა.

„სასამართლოს მტკიცებულებების ნუსხა წარედგინა. შესაბამისად, შუამდგომლობებზე გადავედით. ჩვენ გავცვალეთ მტკიცებულებები. ჯერ წინასასამართლო სხდომა არ დასრულებულა. ბრალდების მიერ გაცვლილი მტკიცებულებების ნუსხის იდენტურია ჩვენი მტკიცებულებები“, - აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ვახტანგ ჩიქოვანი ერთ-ერთია, ვისაც ფრჩხილები დაჭრილი არ ჰქონდა და მან ისეთივე ტანისამოსი წარადგინა, რომელიც იმ დღეს ეცვა.

„უკვე დადგენილი ფაქტია, რომ ერთ-ერთია ჩიქოვანი, რომელსაც ფრჩხილები დაჭრილი არ ჰქონდა და ამავროულად, ისეთივე ტანსაცმელი წარადგინა, როგორიც ეცვა. დაზიანება რომ მიღებული აქვს, ესეც ცნობილი ფაქტია, რადგან დაზარალებულად არის ცნობილი“, -აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ნიკოლოზ რევაზიშვილი, ა.ქ. და ვახო ჩიქოვანი არის ბრალდებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა