პოლიცია ცაგერის 2  სოფელში მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს მონიტორინგს უწევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს პოლიცია უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა.

„სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად ეხმარებიან. საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს უწევს მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ არის შეზღუდული და არც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ ამოქმედებულა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა