"საქართველოს ბანკში" იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს, - როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ამჯერად, ბანკი შპს-ს და ინდ. მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ბანკში მიუსვლელად გახდნენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები და დისტანციურად გახსნან ორგანიზაციის პირველი ანგარიში.

"იმისათვის, რომ კომპანიის დირექტორმა ანგარიში დისტანციურად გახსნას, ის, როგორც ფიზიკური პირი, "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი უნდა იყოს. მას შემდეგ რაც, შპს-ს ან ინდ. მეწარმე დისტანციურად გახდება "საქართველოს ბანკის" ბიზნესკლიენტი, ანუ გახსნის პირველ ანგარიშს, ის ავტომატურად მიიღებს ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა პროდუქტს. როგორიცაა: მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი.

იმ შპს-სა და ინდ. მეწარმისთვის, რომელიც დისტანციურად გახსნის ანგარიშს, ბანკის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში სერვისები (მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი) სრულიად უფასო იქნება. "საქართველოს ბანკი" კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის მომხმარებელს, თბილისის მასშტაბით, ასევე უფასოდ სთავაზობს ბარათის ადგილზე მიტანის სერვისს.

დისტანციური ანგარიშის გასახსნელად საკმარისია მომხმარებელმა ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტების ატვირთვის გარეშე შეავსოს მარტივი განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f59e48c49226a1119b41cf0 ",-აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს ბანკი ზრუნავს ბიზნესების ხელშეწყობასა და განვითარებაზე და იმაზე რომ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე, ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი წარუდგინოს. ამჯერად ბანკმა იურიდიულ პირებს ონბორდინგი დისტანციურად შესთავაზა. იმისათვის, რომ შპს-მ და ინდ. მეწარმემ გახსნას კომპანიის პირველი ანგარიში, ამისათვის საჭიროა, ის, როგორც ფიზიკური პირი, იყოს ჩვენი მომხმარებელი, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე შეავსოს მარტივი ფორმა, რის შემდეგაც ის ბიზნეს პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებს 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ მიიღებს“,- განაცხადა "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა,ზურაბ მასურაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის