ირმა ნადირაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე - ეს არის სწორედ ჯიგრულ-ქართული კორუფცია, რომელზეც გვესაუბრებოდა პრემიერი გახარია

ეს არის სწორედ ჯიგრულ-ქართული კორუფცია, რომელზეც გვესაუბრებოდა პრემიერ -მინისტრი გახარია, - ასე გამოეხმაურა, "ევროპული საქართველოს" წევრი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევას, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარების სამეწარმეო საქმიანობასა და პარტიულ შემოწირულობებზეა საუბარი.

ირმა ნადირაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ზრუნავს არა ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ საკუთარი პარლამენტარებისა და მათი ოჯახების გამდიდრებაზე.

„ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ, რომ "ქართული ოცნება" ზრუნავს არა იმაზე, რომ ხალხი იყოს ნაკლებად ღარიბი, არამედ ზრუნავს საკუთარ ოჯახებზე და საკუთარ პარლამენტის წევრებზე. ზრუნავენ არა იმაზე, რომ ხალხს დარჩეს მეტი ფული, არამედ იმაზე, რომ მათ ოჯახებს დარჩეთ მეტი ფული. ეს არის ტრადიციული სქემა, რომელსაც "ოცნება" იყენებს. იგებენ ტენდერებს, ერთ პირთან მოლაპარაკებებით აფორმებენ ხელშეკრულებებს და შემდეგ თავისი შესაწირი შეაქვთ "ქართული ოცნების" ყულაბაში. ეს არის სწორედ ჯიგრულ-ქართული კორუფცია, რომელზეც გვესაბრებოდა პრემიერ- მინისტრი. სავარაუდოა, რომ ახალი წევრების უმრავლესობაც ფულის ნიშნით არის შერჩეული",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა