საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა მოხალისეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ თბილისის მერიის პირველ მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად წითელი ჯვრის მოხალისეებს გაწეული მხარდაჭერისა და გამბედაობისთვის გადასცა მადლობის სიგელები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულ აქტივობებს ორგანიზაცია ახორციელებს მოხალისეთა დახმარებით, რომლებიც დღემდე დაუღალავად შრომობენ თანამოქალაქეების დასახმარებლად.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მოხალისეები პენდემიის პერიოდში ახორციელებდნენ სხვადასხვა საქმიანობას: დახმარებას უწევდნენ მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს, არიგებდნენ სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს, ავრცელებდნენ რეკომენდაციებს როგორც ქართულ, ისე სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე, 24 საათის განმავლობაში პასუხობდნენ ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს, თბილისის მერიასთან პარტნიორობით სხვადასხვა ჰიპერმარკეტში ხანდაზმულთათვის აგროვებდნენ სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ატარებდნენ მონიტორინგს, ჩართული იყვნენ თერმოსკრინინგის პროცესში და დღემდე მეთვალყურეობენ PCR ტესტირებებს ვირუსის დიაგნოსტირებისათვის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გამოწვევებით სავსე პერიოდში გამოჩენილი თავდადებისა და გამბედაობისთვის მადლობას უხდის წითელი ჯვრის თითოეულ მოხალისეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა