„თავისუფალი საქართველო“ - „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატობის კანდიდატები ლოიალურობის პრინციპით შეარჩია

„ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატობის კანდიდატები ლოიალობის პრინციპით შეარჩია, რომლებსაც საზოგადოებისთვის ძირეული ცვლილებების მოტანა არ შეუძლიათ,- ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ პრეზენტაციას, რომლის დროსაც მმართველმა პარტიამ სიის ოცეული და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდა. კახა კუკავას თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არიან ისეთი ადამიანებიც,რომლებსაც საქმის კეთება შეუძლიათ, თუმცა არსებული სისტემის გამო, მათი ქმედება არაეფექტურია. ერთადერთი დაპირება კი, რაც ამ პარტიამ ძალაში დატოვა ისაა, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდება.

„მმართველი პარტიის მთავარი მიზანი, დღეს სტატუს-კვოს შენარჩუნებაა. „ქართული ოცნება“, თუ ადრე საზოგადოებას მედიკამენტების გაიაფებასა და 100 ახალი ქარხნის აშენებას ჰპირდებოდა, დღეს ეს ყველაფერი სიტყვების დონეზეც კი აღარ ისმის. სამაგიეროდ მათი რიტორიკა მთელი ოპოზიციის მიმართ უცვლელია. ვინც „ქართულ ოცნებას“, მხარს არ უჭერს, მათთვის - ყველა „ნაცია“. მინდა ამომრჩევლის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილო. 2018 წელს ივანიშვილი საზოგადოებას სასამართლო სისტემის ძირეულ ცვლილებას დაჰპირდა, იყო სხვა დაპირებებიც. საზოგადოებისთვის დღეს წარდგენილი სიით კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ ცვლილებას არ აპირებს და მისი მიზანი სხვა მიმართულებებს ემსახურება. ამ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში წარადგინა ხალხი, რომლებიც წინა წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს, არა თუ წინა ხაზზე, არამედ კულისებშიც კი არ ჩანდნენ, ხოლო ის ფაქტი, რომ საარჩევნო სია სპორტსმენებით დაკომპლექტდა, იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა და მისი პოლიტიკური წონა საზოგადოებაში ნაკლებია“,-განაცხადა კახა კუკავამ.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა