ლევან კობერიძე - მმართველი გუნდი თვითკმაყოფილების რეჟიმშია, თავისივე მიწერილი რაც აქვთ სახელმწიფო დეპარტამენტთან, მგონი იგივეს ციტირებენ

მმართველი გუნდი მგონი თვითკმაყოფილების რეჟიმშია, თავისივე მიწერილი რაც აქვთ დეპარტამენტთან, მგონი იგივეს ციტირებენ და ჰგონიათ, რომ ეს კარგი შეფასებაა,- ასე ეხმიანება "ლელოს" წევრი ლევან კობერიძე აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე მმართველი გუნდის შეფასებებს. კობერიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის შეფასებები არაადეკვატურია.

"ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა რაც არის და ხაზგასმულია ანგარიშში, ეს არის სასამართლო სისტემა, ბიზნესში სასამართლო პროცესების დაგვიანებით და არაკვალიფიციურად წარმოება. ყველაზე მთავარი პრობლემა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით, სწორედ ამ მიზეზით დავტოვე „ქართული ოცნება“ - ეს არის ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არარსებობა. რაც შეეხება 20 ივნისს, ჩემთვის ძალიან მკაფიოა, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული მომიტინგეთა მიმართ, რამაც გამოიღო შედეგი, რომ გვყავს ახალგაზრდები ღია ჭრილობებით, რომლებმაც თვალი დაკარგეს, ასევე 48 ჟურნალისტს აქვს მძიმე დაზიანებები მიღებული პროფესიული საქმიანობის დროს. ამიტომ 20 ივნისიც ძალიან ცალსახად არის შეფასებული როგორც საზოგადოების, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც, ამის შემდეგ გახარიას პრემიერად გადასვლა არათუ პოლიტიკურ, ადამიანური ზნეობის ფარგლებშიც არ ჯდება. ინვესტიციების ნაწილზეც ანგარიშში რაიმე დადებით კონტექსტში არ ამომიკითხავს, თუ ”ქართული ოცნება“ იმ მონაცემს აფრიალებს, რომ შარშანდელ იგივე პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით არის გაზრდილი იმ დროისათვის მინიმუმზე არსებული ინვესტიცია, აქ უკვე საქმე გვაქვს იმასთან, რომ "ქართული ოცნება“ ყველაფრის კადრებაზე გადავიდა ",- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

„საერთო ჯამში, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია. თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა ნდობის მზარდი ნაკლებობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, კომერციული საქმეების კომპეტენტურად, დროულად ან დამოუკიდებლად განხილვის თვალსაზრისით. ზოგიერთი ბიზნეს დავები სასამართლო სისტემაში წლების მანძილზე ჭიანურდება“, - წერია ანგარიშში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა