გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 14 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 14 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო «დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის მასივის IV კვარტლის, აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, სამტრედიის, ტრანსპორტის, ახმეტელის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის, გოგოლის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახალდიანის, ლალიონის, ზაქრაძის, თოფურიძე ვალენტინის, ცოტნე დადიანის, ეროსი მანჯგალაძის, არჩილ ქურდიანის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის ნაკვეთების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, მონადირის, ავშნის, გიორგი ავალიშვილის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ალეკო გობრონიძის, ავეტიკ ისაკიანის, გურამ ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, ხევძმარის, ნუშის ჩიხის, ნიკოლოზ ჯანაშიას, ანტონ II, რომელაშვილის, ნუშის და ვახტანგ ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელის, ავთანდილის, თინათინის, ფატმანის, დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ალასანიას, ლვოვის, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის და იოანე მარუშიძის ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის და ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების, დავით კვაჭანტირაძის, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის, ვალერი უტიაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ალუბლების და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის ქუჩის მოსახლეობას.

ხოლო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება