მარინა ეზუგბაია - ჟურნალისტების კითხვები მუდმივად იყო სამედიცინო სექტორის ინფიცირებაზე, ახლა ეს გადმოვიდა თქვენი ტელევიზიების კლასტერებზე, მინდა ნაკლები კლასტერები გისურვოთ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა მაშინ იქნება, როდესაც კორონავირუსთან ერთად რესპირატორული ვირუსული ინფექცია დაიწყება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კორონავირუსთან ერთად რესპირატორული ვირუსული ინფექცია დაწყება კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი მატებაა მოსალოდნელი.

„ჩემთვის, მეორე ტალღა მაშინ იქნება, როდესაც გვიან შემოდგომაზე კორონავირუსთან ერთად დაგვეწყება რესპირატორული ვირუსული ინფექცია, მაშინ იქნება თვალსაჩინო მზარდი მატება, რომელიც განპირობებული იქნება არამარტო კორონავირუსის ინფექციით, არამედ მასთან ასოცირებული სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციით. ახლა ჩავთვალოთ,რომ ეს არის დაავადების მატება“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი, რამდენი ადამიანია თაკო ჩარკვიანის კლასტერით დაინფიცირებული, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კონტაქტები გამოვლენილია და მიმდინარეობს მათი გამოკვლევა.

„მთავარია რომ კერა დადგენილია, კონტაქტები გამოვლენილია, კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს. რაც ნაკლები იქნება ინფიცირებული, ეს კარგი იქნება“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, ტელეკომპანია „რუსთავი ორში“ ახალ კორონავირუსზე აღებული ტესტების პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

„ჟურნალისტების კითხვები მუდმივად იყო სამედიცინო სექტორის კლასტერის ინფიცირებაზე, ახლა ეს გადმოვიდა თქვენი ტელევიზიების კლასტერებზე. მინდა ნაკლები კლასტერები გისურვოთ. „რუსთავი 2“-ს რაც შეეხება, დღის განმავლობაში ალბთ იქნება პასუხები ცნობილი, იმედია, მინიმალური იქნება კორონავირუსის შემთხვევა, თუ ტელევიზიებში თავდაცვა ისე ხდებოდა როგორც საჭირო იყო, მაშინ ტელევიზიებში ინფიცირებულების რაოდენობა ნაკლები უნდა იყოს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტუდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო. როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ერთად იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა