Der Spiegel- გერმანიის სადაზვერვო სამსახურის პრეზიდენტმა დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნავალნის, სავარაუდოდ, „ნოვიჩოკის“ ძლიერ ფორმასთან ჰქონდა შეხება

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW )დელეგაცია ბერლინის Charite-ის საავადმყოფოს სტუმრობდა, სადაც მათ ალექსეი ნავალნის ანალიზების პასუხები გადასცეს,- ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, OPCW-ი გამოძიებაშია ჩართული და მას კლინიკაში ანალიზების პასუხებთან ერთად ნავალნის სისხლისა და შარდის ნიმუშებიც გადასცეს.

Der Spiegel-ი ასევე წერს, რომ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) პრეზიდენტმა ბრუნო კალმა დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნავალნის, სავარაუდოდ, „ნოვიჩოკის“ ძლიერ ფორმასთან ჰქონდა შეხება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს