„ლელო" - პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე მმართველი გუნდის წევრებმა ზეწოლა განახორციელეს

„ლელოს" საარჩევნო კამპანია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებითა და შანტაჟით მიმდინარეობს, - ამის შესახებ პოლიტიკურ მოძრაობაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ. მათი ცნობით, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე წუხელ, გვიან ღამით, მმართველი გუნდის წევრებმა, თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ ზეწოლა განახორციელეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი ირაკლი მატუა აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მას ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი შესთავაზა.

"მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამიკავშირდა, გადმომცა 600 ლარი, რომელიც თან მაქვს. თანხა შემომთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ წავსულიყავი ქალაქიდან და კავშირზე არ უნდა გამოვსულიყავი არავისთან. პირადად შემხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენელი ოთარ ქადარია. შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ წავსულიყავი ქალაქიდან, თუმცა მოვახერხე ჩემს თანაგუნდელებთან დაკავშირება, რომელთა დახმარებითაც მათგან თავი დავაღწიე და ოფისში მოვედი,"- აცხადებს ირაკლი მატუა.

აღნიშნულ ფაქტს "ლელოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი გამოეხმაურა. მისი თმით, "ლელო" ხელისუფლებისთვის საშიშია და ისინი ყველაფერს აკეთებენ პარტიის შესაჩერებლად.

"ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა ისეთი მზარდი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორიც "ლელოა". დღევანდელი ფაქტიც არის იმის დასტური, თუ რამდენად საშიშია ხელისუფლებისთვის "ლელო" . ზეწოლა ხორციელდება როგორც ჩვენს წევრებზე, ასევე ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრებზე. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ოთო ქადარია, რომელიც სახელმწიფო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, პირიქით, ეწევა ზონდერ საქმიანობას. მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას", ამას არ დავუშვებთ და ხელისუფლება ვერ მოახერხებს ჩვენს დაშინებას,"-განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა