სერგო ჩიხლაძე - გუშინ  პარტიის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტების სია დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაგზავნილია

„გუშინ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს და მათ შორის თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, შედგენილია 87 კაცის სია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაგზავნილია”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თაკო ჩარკვიანთან და მის ოფისთან დაკავშირებული ყველა შესაძლო პირის კონტაქტები ოპერატიულად იქნა მოძიებული და მათი ტესტირება დღეს 11:00 საათიდან დაიწყო.

ჩიხლაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან აქტიური კოორდინაციით მოხდა ამ ადამიანების ტესტირების ჩატარების პროცესის ორგანიზება .

„ეს არის ის 87 ადამიანის კონტაქტი, ვისაც კი გადაკვეთა ჰქონდა თაკო ჩარკვიანთან და მის ოფისთან საბურთალოზე, ყველა მათგანი დაიტესტება და შესაბამისი პასუხები ხვალ იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს და ჩვენთან კოორდინაციით დეტალურად დაგეგმეს დღეს ვის და როდის ჩაუტარდება ტესტი“. - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა