დევნილთა სააგენტო 278 დევნილ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროს გაჩენაში ეხმარება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წელს, მხოლოდ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა