პარიზში პოლიციამ მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ 150-ზე მეტი აქტივისტი დააკავა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ქალაქის 2 სკვერში შეიკრიბნენ და პარიზის ცენტრისკენ მსვლელობა გამართეს.

აქტივისტების ნაწილმა მარშრუტს გადაუხვია და ავტომობილსა და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა, რასაც სამართალდაცავების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა. პოლიციამ 150-ზე მეტი აქტივისტი დააკავა.

შეგახსენებთ, პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის საპრტოტესტო აქციები 2 წლის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საწვავზე ფასის ზრდა დაანონსა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა