„თავისუფალმა საქართველომ“ ნაძალადევის რაიონში, პარტიის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა

„ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში იკრებს ძალას და მზად ვართ ამომრჩევლების ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ”,- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა, კახა კუკავამ ნაძალადევის რაიონში, პარტიის საარჩევნო შტაბის შეკრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინა და მოქმედი ხელისუფლების ორპოლუსიანი მმართველობა უნდა დასრულდეს, ეს შედეგი კი, თავად ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა დადგეს.

„ერთადერთი, რაც „ქართული ოცნების“ დაპირებების არსენალში დარჩა, ისაა, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდება და თუ დაბრუნდება-დააპატიმრებენ. ამას ჩვენი საზოგადოება 8 წელია ისმენს. ასევე წლებია რაც სააკაშვილისგან გვესმის, რომ ჩამოდის. საზოგადოება დაიღალა ამ აბსურდის თეატრით. პოლიტიკურად გაკოტრებული ძალები საქართველოს მოსახლეობას „პური და სანახაობის“ როლში განიხილავენ, ამიტომ ამ დამოკიდებულებას 2020 წლის არჩევნებში, თავად ხალხი გასცემს პასუხს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

განცხადება გააკეთა „თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გია ყრუაშვილმაც.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს გაუსაძლისი პირობებია. ხალხი მასიურად ტოვებს ქვეყანას, ხოლო ვინც ჯერ კიდევ დარჩა, უიმედობასა და უკიდურეს სიღატაკეს განიცდის.

მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილა.

„მე რკინიგზელი ვარ და კარგად ვიცი, თუ რა ხდება ამ სფეროში. ქართული ეკონომიკის ეს უდიდესი სექტორი ჩამოშლის პირასაა, თითქმის სრულადაა გაპარტახებული მისი ინფრასტრუქტურა, ასევე თითქმის აღარ ფუნქციონირებს ელმავალმშენებელი ქარხანა, ათასობის რკინიგზელი კი, უმუშევრადაა დარჩენილი და ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე“,- განაცხადა ყრუაშვილმა.

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზრით, 1 იანვრიდან ქვეყანაში გარდამტეხი მოვლენები განვითარდება, ამის წინაპირობა კი, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებია.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა