აზერბაიჯანში დიდი სავაჭრო ცენტრები 30 სექტემბრამდე იხურება

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქალაქებში ბაქოსა და სუმგაითში, ასევე აბშერონის რაიონში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს შეზღუდვები ითვალისწინებს, დიდი სავაჭრო ცენტრების, მათ შორის პროდუქტების ბაზრობების საქმიანობის შეწყვეტას, ღამის 00:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე რესტორნების, კაფეებისა და ჩაის სახლების დახურვას და ერთი მაგიდის ირგვლივ 6-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას. გარდა ამისა, იკრძალება სასწავლო და მოსამზადებელი სერვისების განხორციელება 10 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით; ასევე იხურება აუზები. შეზღუდვები ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ბაქოს მეტროს მუშაობის შეჩერებას 19 სექტემბრის 00:00 საათიდან 21 სექტემბრის 06:00 საათამდე და 26 სექტემბრის 00:00 საათიდან 28 სექტემბრის 06:00 საათამდე.

ცნობისათვის, აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც კოვიდინფიცირებულების სერთო რაოდენობა 38 172 -მდე, დაღუპულთა რიცხვი კი 559- მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა