გიგა ბოკერია - ივანიშვილის გამოსვლა იყო ხალხის უტიფარი დაცინვა, ამ სიღარიბეში ის პირდაპირ ეუბნება ხალხს, რომ ყველაფრით კმაყოფილია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის და უტიფრად ატყუებს. ამის შესახებ ბოკერიამ პარტიის ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

ბოკერიას თქმით, საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ერთად მოიტანს.

„ივანიშვილის ბოლო გამოსვლა იყო ხალხის უტიფარი დაცინვა, ამ სიღარიბეში, ამ უმუშევრობასა და გაჭირვებაში, ის პირდაპირ ეუბნება ხალხს, რომ კმაყოფილია ყველაფრით და ასე გაგრძელებას აპირებს. თუმცა თქვენთან ერთად ეს ყველაფერი შეიცვლება. ქართველი ხალხი გაბრაზებულია, ამრიგად არ უნდა დავბრუნდეთ კვლავ უკან და წავიდეთ წინ, რათა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. ჩვენ გვჭირდება არჩევნებზე მისვლა და იმის დემონსტრირება, რომ არ შევეგუებით ამ მდგომარეობას. მივიდეთ არჩევნებზე, უარი ვთქვათ უკუსვლაზე და ავირჩოთ მომავლის პოლიტიკოსები, ისეთი როგორიცაა ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი