ჯანდაცვის სამინისტრო - აჭარაში დამატებით 300 საწოლი გამოიყოფა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული ეპიდემიულოგიური მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო.

მათი ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებული კლინიკების გარკვეული ნაწილის კოვიდცენტრებად გადაკეთებას, რათა ინფიცირებული პაციენტების დახმარება დროულად განხორციელდეს.

„შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებით 300 საწოლის გამოყოფის თაობაზე. ჯამში აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში სულ 600 საწოლი იქნება მობილიზებული.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ჩართულია ბათუმის "რესპუბლიკური საავადმყოფო", "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი", კლინიკა "მედალფა".

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგს დღეს განახორციელებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა“,-აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა