კახეთის გზატკეცილზე „ლელოს“ ორგანიზებით აქცია გაიმართა

„ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ მოსახლეობასთან ერთად კახეთის გზატკეცილზე, ნოე ხომერიკის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა.

გალდავას განცხადებით, ხომერიკის ქუჩაზე გზა 2 წლის განმავლობაში ვერ დააგეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები შრომის უსაფრთხოების დარღვევით მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის სიცოცხლეს საშიშ მდგომარეობაში აგდებს.

,,ეს ქუჩა არის პირდაპირი მაგალითი იმისა, თუ რას წარმოადგენს „ოცნების“ ხელისუფლება. ეს ქუჩა გადათხარეს 2 წლის წინ და გზა ჯერ კიდევ ვერ დააგეს. უამრავჯერ მოხდა ამ ქუჩაზე ტენდერის გამოცხადება და გაიხარჯა რეაბილიტაციისათვის თანხები. მოსახლეობა იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, ახდილია ჭები და შრომის უსაფრთხოება არის დაუცველი. მას შემდეგ, რაც განვაცხადე ამ პრობლემის შესახებ გამოაგზავნეს გამგეობიდან ტრაქტორი 2 კვირის წინ, მაგრამ მაინც არაფერი ხდება.

სასწრაფოდ მოვითხოვთ, რომ გამგეობა გამობრძანდეს იმ ჩრდილიდან, რომელშიც იმალებიან, სასწრაფოდ გააკეთონ ქუჩის რეაბილიტაცია უსაფრთხოების გათვალისწინებით და ამ მოსახლეობას ერთხელ და საბოლოოდ მიეცეს ქუჩით ნორმალურად სარგებლობის უფლება“, - აღნიშნა ლანა გალდავამ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა