სოფელ ლაითურში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

მათივე თქმით, სოფელში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

,,შუა ხნის მამაკაცი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელექტრიკოსად მუშაობს. მას ვირუსი დღეს დაუდგინდა. ამ ეტაპისათვის ლაითურში ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს აწარმოებენ და აღნიშნულ პირის კონტაქტებს იკვლევენ, თუ რამდენი ტესტის აღება გახდება საჭირო", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა