გურიაში კორონავირუსი 4 პედაგოგს დაუდასტურდა

გურიაში კორონავირუსი 4 პედაგოგს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 2 ჩოხატაურს, 2 კი ოზურგეთს უკავშირდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვირუსი სოფელ ქვედა ბახვში საჯარო სკოლის 2 პედაგოგს დაუდგინდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ინფიცირებულები ე. წ. ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან.

,,სამწუხაროდ, კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა.

ახლა, ვიწყებთ კონტაქტების მოძიებას. ყველა მათგანს ჩაუტარდება ,,პისიარ“ კვლევა“, - განაცხადა არჩილ მჟავიამ.

კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა ჩოხატაურში. აქაც ინფიცირებულები პედაგოგები არიან.

"ეპიდემიოლოგები კონტაქტების დადგენას იწყებენ. ყველა მათგანს ჩაუტარდება ,,პისიარ" კვლევა. ახლა პაციენტები შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაჰყავთ", - განაცხადა მჟავიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა