ბელარუსის შსს - სამართალდამცავებმა მინსკში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვირას მინსკში პრზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებს რუსეთის მიმართ კრიტიკის გამომხატველი პლაკატებიც ეჭირათ და ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციები მინსკის გარდა ქვეყნის 16 ქალაქში გაიმართა, მათ შორის ბრესტშიც, სადაც პოლიციამ რამდენიმე ათასი დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო:სამართალდამცავებმა მინსკში 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა