ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქცევის კოდექსს მოაწერენ ხელს

„ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქცევის კოდექსს მოაწერენ ხელს. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულით ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლიანი თამაშის წესებზე თანხმდებიან.

„დღეს არის ოპოზიციის მორიგი შეხვედრა. ბევრი პარტია დღეს ვაწერთ ხელს ქცევის კოდექსს, რომლითაც ვთანხმდებით სამართლიანი თამაშის წესებზე არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს, თუმცა სამწუხაროა ის, რომ "ქართული იქნება" არ იცავს ამ ქცევის წესს და უკვე არის ძალადობის ფაქტები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობის ფაქტი იყო ჩვენი პარტიის წევრებზე, მათ შორის შანტაჟის, ზეწოლის, რომელშიც საპატრულო პოლიციაც კი ჩართული იყო”,-აცხადებს ჩიხლაძე.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთმანეთთან თანამშრომლობს.

“ხმების დათვლის მიმართულებით ჩვენ შევქმენით საერთო შტაბი, ახლა ქცევის კოდექსს ვაწერთ ხელს, რომ გამოირიცხოს ყველა ზეწოლა. ეს არის ჩვენი შიდა შეთანხმება. მოვუწოდებთ, რომ კიდევ კიდევ ბევრმა პარტიამ მოაწეროს ამას ხელი“, - აცხადებს ჩიხლაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი