კელი დეგნანი „ქცევის კოდექსზე“ - ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ცენტრალური საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ცენტრალური საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს,- ასე აფასებს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის შემუშავებულ „ქცევის კოდექსს".

ელჩი პარტიებს „ქცევის კოდექსზე" ხელმოწერას ურჩევს.

„ჩემი აზრით, ის ასახავს გარკვეულ ძირეულ პრინციპებს, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, პარტიებს ვურჩევ, „ქცევის კოდექსს" ხელი მოაწერონ", - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსი“ არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია ცესკომ შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა.

„ქცევის კოდექსის“ ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შემოერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არჩევნებისთვის პარტიებთან მიმართებაში შემუშავებულ “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს.

იხილეთ ვიდეო:კელი დეგნანი "ქცევის კოდექსისთვის" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა