გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ დუმილის უფლებით სარგებლობენ.

პროცესის დაწყებისთანავე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა განაცხადა, რომ მას განცხადების გაკეთება სურდა. ის სავარაუდოდ, განცხადებას მოგვიანებით, სხდომის დასრულებამდე გააკეთებს.

ნიკოლოზ რევაზიშვილმა ასევე დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა.

ცნობისთვის, დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგნიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა