თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მატების ტენდენციის გამო, დამატებით 700-მდე საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია გამოვლინდა, დამატებით 700-მდე საწოლი მობილიზდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა.

„ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო, აღინიშნა შემთხვევების გარკვეული მატება მობილობის გაზრდასთან ერთად. ჯანდაცვის სექტორის მომზადება მთავარი პრიორიტეტი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვის გასული ზაფხულის პერიოდში. როდესაც საუბარია ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა საწოლფონდზე ვსაუბრობთ და რამდენი საწოლია მობილიზებული იმისთვის, რომ კოვიდ ინფიცირებული პაციენტები მიიღოს. მოდელი, რომელიც ჰოსპიტალური მართვისთვის გამოვიყენეთ, პირველი დღიდან იყო კოვიდ კლინიკებისა და „ცხელების კლინიკების“ მობილიზება, სადაც ფასდებოდა ცხელების შემთხვევები, ხდებოდა დიაგნოსტირება და მათი კოვიდ კლინიკებში გადამისამართება. ეს მოდელი ისევ ძალაშია. მთავარია, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ფასდებიან, როგორც კოვიდ ან ცხელების კლინიკა. პარასკევს, მას შემდეგ, რაც გარკვეუწილად შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიხატა, დამატებით მობილიზდა 700-მდე საწოლი ისე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა“,-განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 2400-მდე საწოლია მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში, კოვიდ ინფიცირებული პაციენტები მიიღოს. როგორც გაბუნია განმარტავს, კლინიკები გააგრძელებენ კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვას, თუმცა პროგრამას ახალი კლინიკებიც შეუერთდებიან.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსით ინფიცირების მატების გამო, დამატებით 700-მდე საწოლია მობილიზებული

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა