ხათუნა გოგორიშვილი - სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი, დაავადებათა კონტროლის გურიის ცენტრს მიმართავს, ჩაუტაროს მასწავლებლებს ტესტი კორონავირუსზე.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მასწავლებლებისთვის ტესტის არ ჩატარება არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა.

ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, არ დაუშვან სასწავლო წლის დაწყება ისე, რომ მასწავლებლებს არ ჩაუტარდეთ ტესტი.

„სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია!!! ბოლო ერთი კვირაა გურიამ, სამწუხაროდ, დაკარგა კოვიდ „მწვანე ზონის“ სტატუსი. ამ წუთის მდგომარეობით კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობამ 23-ს მიაღწია. მათ შორის 4 პედაგოგია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხაკაურასა და სოფელ ზოტის მასწავლებლებს დაუდგინდათ კოვიდ-19. აგრეთვე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებს შორისაა სოფელ ქვედა ბახვის 2 პედაგოგი. ამ ოთხი სოფლის სკოლებში ხვალ სწავლა არ დაიწყება, მაგრამ სწავლა დაიწყება სამივე მუნიციპალიტეტის ათეულობით სხვა სკოლაში.

მინდა, მივმართო დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელს არჩილ მჟავიას: სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე არათუ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულია!!! გასაგებია, რომ თქვენთვის, როგორც „ოცნების“ ჩინოვნიკისთვის ივანიშვილის მონური მორჩილება მთავარი პრიორიტეტია. ალბათ ამიტომაც ჩაატარეთ გუშინ უფასო ტესტირება შეკვეთილში, „მუსიკოსების პარკში“. მთავარია ბიძინას გარემოცვა და მომსახურე პერსონალი იყვნენ ჯანმრთელები. (იყვნენ, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია!)

ბატონო არჩილ, იქნებ სხვა ადამიანებზეც გეფიქრათ?! ჩაგეტარებინათ პედაგოგების მასობრივი ტესტირება, ან ბაზრები, სავაჭრო ცენტრები და თავშეყრის სხვა ადგილები შემოგევლოთ მსგავსი აქციით!

ხვალ გურიის სკოლებში ათეულობით ათასი ბავშვი აპირებს შევიდეს საკლასო ოთახებში, სადაც შეიძლება ინფიცირებული პედაგოგი დახვდეს. თუ პედაგოგების დენდროლოგიურ პარკში კოლექტიურ ექსკურსიებსაც გავითვალისწინებთ, ამის ალბათობა მაღალია.

განსაკუთრებით მინდა მივმართო გურიის რწმუნებულს - ზურაბ ნასარაიას, ოზურგეთის მერს - კონსტანტინე შარაშენიძეს, ჩოხატაურის მერს - ირაკლი კუჭავას, ლანჩხუთის მერს - ალექსანდრე სარიშვილს: გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და არ დაუშვათ სასწავლო პროცესის დაწყება პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის მასობრივი ტესტირების პროცესის გარეშე!“, - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა