თამარ გაბუნია - ეპიდემია დინამიური პროცესია, არასერიოზული იქნება იმის თქმა, რამდენად რეალისტური ან არარეალისტურია 1-ელ ოქტომბერს საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება, დაველოდოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს აქტიურად მიმდინარეობს ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება, რადგან მისი შეფასებით, ისინი რისკ - ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთანავე, გაბუნიას შეფასებით, სკოლაში ინფექციის გავრცელება სერიოზულ დამაზიანებელ შედეგს გამოიწვევს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში განაცხადა.

„ზოგადად სკოლების გახსნა მარტო ჩვენთვის არა, ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა და ყოველთვის ითვლება, რომ რისკის შეფასების საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, ჩაითვალა ეპიდემიური ანალიზის საფუძველზე, რომ ჩვენ გვაქვს კრიტიკული მომდევნო ორი კვირა და ეს გადავადება მოხდა პირველ ოქტომბრამდე. ჩვენ დღეს აქტიურად ვაკეთებთ ბათუმში ნამოგზაურები მასწავლებლების ტესტირებას იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჯგუფი რისკის. ამ შემთხვევაში, სკოლაში ინფექციის გავრცელება გამოიწვევს სერიოზულ დამაზიანებელ შედეგებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა პირველი ოქტომბრიდან არ განახლდეს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეპიდემია დინამიური პროცესია და ერთ კვირაში ამ კითხვაზე უფრო ნათელი პასუხი იარსებებს.

„ეპიდემია დინამიური პროცესია. ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს დავიწყებდით სწავლას საკლასო ოთახებში. დავიწყებთ სწავლას საკლასო ოთახებში რიგ რეგიონებში, მაგრამ უნდა დავიცადოთ სხვა რეგიონებში და დავაკვირდეთ. დღეს ჩემგან იმის თქმა, ეს რამდენად რეალისტურია ან არ არის რეალისტური, არასერიოზული იქნება. უნდა დაველოდოთ, რადგან ახლა ვართ ძალიან აქტიურ ფაზაში ინფექციის კონტროლის. ამდენად, დავიცადოთ ახლა და უფრო უკეთესი პასუხი შეიძლება ერთ კვირის თავზე გვქონდეს თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა