პაატა იმნაძე - ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით

ნოემბრამდე არ ველით რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ხელის ჰიგიენის დაცვა, სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება მოსახლეობას რესპირატორული ინფექციებისგან დაიცავს.

„ჩვენთან რესპირატორული დაავადებების, გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან. სხვა გრიპისმაგვარი დაავადებების ცოტა უფრო ადრე, ოქტომბრის ბოლოდან იწყება. ნოემბრამდე არ ველით რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას, თუმცა, ყოველთვის ცუდზე, პესიმისტურ პროგნოზზე ნუ ვისაუბრებთ.

ოპტიმისტურ პროგნოზზეც ვთქვათ ის, რომ ნიღაბს თუ ვატარებთ, დისტანციას დავიცავთ, და ხელის ჰიგიენას, ეს მარტო კორონავირუსიგან კი არა, რესპირატორული ინფექციებისგანაც დაგვიცავს.

ვემზადებით, სეზონი, ალბათ, არ იქნება ადვილი. თუმცა, ძალიან პესიმისტურ პროგნოზსაც ნუ გავაკეთებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა