ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე მოვუწოდებ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ

დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ მიმართულებას, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

მან საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოვუწოდებ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, რათა ამით 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეთანხმებით იყო მიღებული“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება