The New York Times-ი - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, - ამის შესახებ The New York Times-ი გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს და გამოჯანმრთელებისთანავე სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.

„ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს. მას შინ, რუსეთში დაბრუნება და თავისი მისიის გაგრძელება სურს. ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გამოჯანმრთელებისთანავე გეგმავს,“- აღნიშნულია The New York Times-ის სტატიაში.

ცნობისთვის, ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

იხილეთ ვიდეო: The New York Times - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა