აჭარის რეგიონში, 229 სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა

აჭარის რეგიონში, 229 სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აცხადებს, სკოლები წიგნებით არის უზრუნველყოფილი, ასევე პირველკლასელებს ბუქები გადაეცათ.

მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაში მოსწავლეთა 95 პროცენტი ჩართულია.

მისივე თქმით, მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ტელეგაკვეთილების საშუალებით ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.

„მთავრობის დახმარებით ფინანსური რესურსის მობილიზება მოხდა და აჭარის სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა აღჭურვილია იმ ტექნიკური საჭიროებებით, რომელიც იყო მნიშვნელოვანი, გაგვევლო შრომის უსაფრთხოების და ჯანდაცვის მოთხოვნები. დღეის მდგომარეობით შემოწმებული სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად არის შეფასებული და აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

ის რესურსი და გამოცდილება, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ გაზაფხულზე დისტანციური ფორმის სწავლებაზე, მაქსიმალურად არის გამოყენებული და განახლდა შეუფერხებლად სასწავლო პროცესი“, - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის გამო, ყველა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიში განახლდა. კლასებში სწავლება კი პირველ ოქტომბერს დაიწყება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა