გორში სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა

გორში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს სადეზინფექციო სამუშაოებს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილზე გაეცნო.

მათივე ცნობით, სპეციალური ხსნარებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები, ტრენაჟორები, სკამები, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მოსაცდელები მუშავდება.

„სამუშაოების განახლება კოვიდინვიცირებულთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათი უმრავლესობა ხალხმრავალ სოციალურ ღონისძიებებს უკავშირდება.მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა