გიგლა მიქაუტაძე - გაერო-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია

„ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, გაერო-ს კვლევა ადასტურებს, რომ დღევანდელი მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ადამიანია.

მიქაუტაძის თქმით, „მთავრობას, რომელმაც სამჯერ გაზარდა სახელმწიფო ვალი 8 წლის განმავლობაში და ამავე დროს, გააორმაგა შიმშილის დონე ქვეყანაში, არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში”.

„კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 8.2 % შიმშილობს და ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია უკანასკნელ წლებში. ამავე დროს, იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა. აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ დღევანდელი მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ადამიანია,”- განაცხადა მიქაუტაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ისტორიაში ვალისა და შიმშილის მთავრობის სახელით შევა.

„ლელოს” „მარშალის გეგმის“ მიხედვით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში შეიქმნება 200.000 ახალი სამუშაო ადგილი და გატარდება ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებს, არ დატოვებს მზრუნველობის გარეშე. “ლელო” დაასრულებს შიმშილს ქვეყანაში,”- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

ცნობისთვის, გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ გამოაქვეყნა კვლევა მოსახლეობაში შიმშილის შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ყველა ცუდი პოზიცია უკავია.

აღნიშნულ ინფორმაციას “ლელოს” პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა