ირაკლი კოვზანაძე - 13 სასესხო ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობას აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს 694 მლნ ევროს სესხი და თითქმის 44 მლნ ევროს გრანტი

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საქართველო დაფინანსებას მიიღებს ეტაპობრივად, საიდანაც ნაწილი არის საქართველოს ბიუჯეტის დახმარებისთვის გათვალისწინებული და ნაწილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“,-ასე უპასუხა საფინასნო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარის დამაზუსტებელ კითხვას სასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღეს სესიაზე რატიფიცირებისთვის 13 სასესხო ხელშეკრულება განიხილეს.

ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე საერთო ჯამში საუბარია 1.5 მილიარდ დოლარიან საერთაშორისო საფინანსო დახმარებაზე

„ყველა ეს 13 ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია, შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას მოიზიდოს 694 მლნ ევროს დაფინანსება ჯამში, და გრანტი თითქმის 44 მლნ. ევრო. ეს არის შემადგენელი კომპონენტი იმისა, რაზედაც ჩვენ ვმსჯელობდით ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში.

როგორც გვახსოვს, დახმარებებიდან პირველი ტრანში 200 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო, როგორც საბიუჯეტო დახმარება. ასევე თანხების ნაწილი მიემართება ეროვნული ბანკის რეზერვების გასამყარებლად. საერთაშორისო ფინანსური დახმარებები გაწერილია 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში გარკვეული ვალდებულებების დასაფინანსებლად. მათ შორის, ჩვენი იმ თანამემამულეების დასახმარებლად, რომლებიც ამ პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდნენ“,-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა