BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, რომელმაც 4 წლის განმავლობაში საქართველოში ტექნოლოგიური განათლება, განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, საზოგადოებას ახალი ინიციატივები და ინოვაციური პროექტები წარუდგინა. 12 მიმართულება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

BTU-ს „ინიციატივა 5.0” საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებასა და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებას გულისხმობს. ამ მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, BTU მასშტაბურ პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში განახორციელებს, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მწვანე ტექნოლოგიები, კულტურის, მედიის ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, ლეგალური ტექნოლოგიები და სხვ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, „ინიციატივა 5.0” პასუხობს საუნივერსიტეტო მისიას და გულისხმობს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სექტორებისთვის დიგიტალიზაციის ინიციატივის განხორციელებას.

„დღეს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ტექნოლოგიების ინტეგრირება სხვადასხვა მიმართულებაში და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი „ინიციატივა 5.0”. ინიციატივის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებს შორისაა 150 საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია. მათთან წარმატებული თანამშრომლობის უკვე არაერთი შემთხვევა გვაქვს, რითიც ვამაყობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წარმატების ისტორიები კიდევ უფრო მეტი და მრავალფეროვანი გავხადოთ. პროექტები განხორციელდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ რეგიონები. შესაბამისად, ეს არის უმნიშვნელოვანესი გეგმა, რომელიც ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ - აცხადებს ნინო ენუქიძე.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს