გია ვოლსკი - არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხი შეიძლება მოეძებნოს იმ განცხადებებს, რომელსაც სააკაშვილი ისვრის პერიოდულად

მე არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხი შეიძლება მოეძებნოს იმ განცხადებებს, რომელსაც სააკაშვილი ისვრის პერიოდულად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „არაადეკვატური ადამიანის განცხადებების ადეკვატურად შეფასება საკმაოდ რთულია”.

„სააკაშვილი ხან პოლიტიკოსის რანგში გვევლინება, ხან უკრაინის ლიდერის, ხან საქართველოს პრეზიდენტის თუ მთავრობის თავმჯდომარის. ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ზღვით და ხან ხმელეთით. აქედან გამომდინარე მე არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხი შეიძლება მოეძებნოს იმ განცხადებებს, რომელსაც სააკაშვილი ისვრის პერიოდულად”,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი