ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის.

როგორც მან განაცხადა, ინფექციის გავრცელების ნიშნულის გამო აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი და რეგულაციები მკაცრდება.

„მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აჭარაშიც გავატაროთ ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც აფეთქების კერები იყო. იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. ასევე, გადავამოწმებთ სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებსა და კომპანიებს", - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა