ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ინფექცია ჯერჯერობით უკან არ იხევს, პანდემია გრძელდება

კორონავირუსის ინფექცია ჯერჯერობით უკან არ იხევს, პანდემია გრძელდება,-ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია.

„საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია და ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში ზრდა ახალი შემთხვევების, ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებელი ერთ-ერთი საზომი პარამეტრი გახლავთ, რაც ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები ბოლო ორი კვირის განმავლობაში 2,3 პროცენტი გვაქვს. ჩვენი ე.წ. ზღურბლი არის 5-მდე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ისევ და ისევ უსაფრთხო, მწვანე ზონაში ვართ. რეგიონალური მაჩვენებელი ცოტა სხვა გვაქვს, აჭარაში გაცილებით მაღალია, სადღაც 14-ის ფარგლებში გვაქვს საშუალო ინცინდენტობა. მეტი ყურადღება და მეტი ღონისძიებები ტარდება აჭარაში, რათა აქედან ინფექციის გატანა არ მოხდეს, რათა ბათუმში მოვახდინოთ ლოკალიზება და გადაცემის ჯაჭვი გავწყვიტოთ",- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა