ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ბათუმში კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან.

მათი განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში აჭარაში ახალი კლინიკები ჩაერთვებიან, შესაბამისად, კლინიკებში საწოლფონდის რაოდენობა იზრდება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბათუმში, რომელიც „წითელი ზონაა“, მისი მოადგილე თამარ გაბუნია დარჩება და პროცესებს კოორდინაციას გაუწევს.

"პირველ რიგში, მადლობა გაწეული შრომისთვის. სამინისტრო თითქმის მთელი შემადგენლობით აქ ვართ, რათა აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს, თუმცა, ეს არის ხარვეზები, რომელიც პანდემიას ახლავს თან და რომელსაც ვერ გაექცნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ჩვენ ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი