„თავისუფალი საქართველო“ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს

„თავისუფალი საქართველო“-სთვის ზუგდიდი ერთ-ერთი სტრატეგიული ოლქია. ამ ქალაქში ჩვენ, პრაქტიკულად არცერთი არჩევნები არ გამოგვიტოვებია, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება“, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერი, კახა კუკავა, მისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარე პროცესებს, რომელიც ზუგდიდში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას გულისხმობს.

მისი თქმით, პარტიული სტრუქტურები ეფექტურად ვითარდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონალური მასშტაბით.

„სამეგრელოს რეგიონში ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩვენს რეგიონალურ ოფისს ზურაბ ჯინჯოლავა წარმატებით ხელმძღვანელობს. ამ წლების განმავლობაში არაერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, ამ ტენდენციას მომავალშიც ველოდებით. რაც შეეხება ზუგდიდს, „თავისუფალი საქართველო“ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატს ამომრჩევლების წინაშე მიმდინარე კვირაში წარადგენს. ჩვენი პარტია მინიმუმ სამმაგად გააუმჯობესებს იმ შედეგებს, რაც წინა არჩევნების დროს ზუგდიდში აჩვენა და რაც მთავარია, თავად ზუგდიდელებს მივცემთ იმის საშუალებას, რომ მათ ამ ქალაქის ადგილობრივი მკიდრი აირჩიონ, ვინაიდან ცნობილია, რომ ძირითადად, სხვა პარტიებისგან, მაჟორიტარებად აქ არაზუგდიდელები არიან დასახელებულნი“,- განაცხადა კახა კუკავამ.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია