ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს ბინებსა და სასტუმროებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები მოემსახურებიან

კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს ბინასა და სასტუმროებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები მოემსახურებიან.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მოადგილე თამარ გაბუნია აჭარაში დარჩება და აღნიშნული პროტოკოლის შემუშავებაზე სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებს, რათა სერვისი უსაფრთხო იყოს.

"ჩემი მოადგილე თამარ გაბუნია დღეიდან ბათუმში იმყოფება და ხვალიდან ინტენსიურ მუშაობას პირველადი ჯანდაცვის რგოლთან ერთად დაიწყებს. მათ აქვთ კონკრეტული პროტოკოლები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ იყოს როგორც სასტუმროში ასევე ბინაზე მომსახურება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროს ჩართვა ამ ფილტრში იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენი კულტურული თვისებებიდან გამომდინარე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად არის ის შემთხვევები, როდესაც თითოეული ოჯახის წევრს იზოლაციის საშუალება არა აქვს.

ვინაიდან, ამ ვირუსს ინტენსიური გავრცელება ახასიათებს, სწორედ იზოლაციის საშუალების და უფლების მინიჭება ადამიანისთვის არის უპირატესი და აქედან გამომდინარე სასტუმროებსა და ბინაზე პაციენტებისთვის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები იმუშავებენ და ისინი თამარ გაბუნიასთან ერთად გაივლიან ყველა იმ საჭიროებას და დეტალს, რათა სერვისი ჩვენი პაციენტებისთვის იყოს უსაფრთხო",- აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი