ეკატერინე ტიკარაძე - ამ დროისთვის არ გვყავს პაციენტების ის რაოდენობა, რომ გარკვეული კრიზისული ზღვარი იყოს სასუნთქ აპარატებთან მიმართებაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მძიმე პაციენტების განსაკუთრებული რაოდენობა არ არის, რაც ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტს შექმნას.

"ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამატებით უახლოესი და თანამედროვე აპარატურა შევიძინეთ, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის განთავსებული, ასევე თბილისშიც. ის სიმპტომატიკა, რომლითაც პაციენტები საავადმყოფოებში არიან განთავსებული, არის მსუბუქი და ჩვენ არა გვყავს ამ დროისათვის ის რაოდენობა პაციენტების, რომ გარკვეული კრიზისული ზღვარი იყოს სასუნთქ აპარატებთან მიმართებაში", - აღნიშნა მინისტრმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა