IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია

IRI-ის კვლევის თანახმად,გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია.

კერძოდ, შეკითხვაზე: რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით?, აგვისტოში მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: ძალიან კმაყოფილი - 37%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 45%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 11%, ძალიან უკმაყოფილო - 6%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%.

რაც შეეხება იგივე შეკითხვას ივნისთან მიმართებით, პასუხები ასეთია: ძალიან კმაყოფილი - 41%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 38%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 13%, ძალიან უკმაყოფილო - 7%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 1%.

გარდა ამისა, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებითაც კმაყოფილია.

კერძოდ, შეკითხვაზე: რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით? პასუხები აგვისტოსთან მიმართებაში ასე გადანაწილდა: ძალიან კმაყოფილი - 15%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 40%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 24%, ძალიან უკმაყოფილო - 19%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%.

რაც შეეხება ივნისს, იგივე შეკითხვაზე პასუხი ასეთია: ძალიან კმაყოფილი - 19%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 37%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 24%, ძალიან უკმაყოფილო - 18%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა