არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტს

ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭრების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა განახორციელა ფუნდამენტური და დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ მომდევნო პარლამენტი იყოს უფრო დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული.

„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ხარჯავს ნაკლებ დროს და ენერგიას ურთიერთდაპირისპირებაზე, მაგრამ ხარჯავს მეტ დროს და ენერგიას დისკუსიაზე, სწორი გადაწყვეტილებების ჩამოყალილბებაზე, ხელს უწყობს პოლიტიკაში თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას, რაც სამწუხაროდ, წინა არაერთი კამპანიის დროს თუნდაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვაჩვენა. დღესაც ისინი აგრძელებენ დაპირისპირებას და დესტრუქციას, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოზიციური კამპანია, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევძლებთ, რომ მომავალი პარლამენტი იყოს კიდევ უფრო მეტად მშვიდი, საქმიანი და თანამშრომლობაზე მიმართული”, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა