გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი გზის ასაშენებლად ქვეშეთი-კობის ლოკაცია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სულ მალე, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც უამრავ პრობლემას მოაგვარებს. პირველ რიგში კი, საცხოვრებელ პირობებს გაუუმჯობესებს ადგილობრივებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ რა ალტერნატივები არსებობდა ამ ტერიტორიაზე გზის აშენების დაგეგმვისას და რა კონკრეტული კრიტერიუმებით შეირჩა ქვეშეთ-კობის ლოკაცია. ამ კითხვაზე დეტალურად პასუხი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გასცა.

მისი განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტირებისას არაერთი კვლევა ჩატარდა და გზების დეპარტამენტმა, სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე მონაკვეთი დეტალურად შეისწავლა.

„თავდაპირველად, კვლევების შედეგად გამოვავლინეთ 30-ზე მეტი ალტერნატივა, ნულოვანი ალტერნატივის ჩათვლით. ნულოვანში ვგულისხმობ ვერსიას, რომ არაფერი შეიცვალოს და დარჩეს არსებული გზა. მომდევნო ეტაპზე კიდევ ჩავატარეთ კვლევები, მათ შორის გეოლოგიური, გეოტექნიკური, ვულკანური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს გარდაისახა მულტიფუნქციურ ანალიზში, რომლის შედეგადაც, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, კიდევ შევამცირეთ ალტერნატივათა სია, გავაკეთეთ საბოლოო შეფასება, რომლის საფუძველზეც, ქულების მინიჭების მეთოდით, შევარჩიეთ ერთადერთი და ყველაზე სწორი ვარიანტი. სწორედ ამ პროცედურების გავლით, ასეთი სიღრმისეული ანალიზის ჩატარების შედეგად, წარმოიქმნა და დამტკიცდა ის მარშრუტი, რის განხორციელებაზეც ვსაუბრობთ დღეს,“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული გზა გადის ათ სოფელზე, რომელიც ზამთარში, კლიმატური და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, მოწყვეტილია გარე სამყაროს და, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივები სამედიცინო მომსახურებასაც ვერ იღებენ. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ გზით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ჩნდება.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო