ლევან ბოძაშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით ხელისუფლებას ბოლო შანსი მისცა, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს

პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობის“ ლიდერის ლევან ბოძაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის კანონის უზენაესობის ნაწილი შემაშფოთებლად კრიტიკულია.

მისივე თქმით, რეზოლუცია პირდაპირ აღიარებს სახელმწიფოს მიტაცებასა და კორუფციას, მოსამართლეების ბოლოდროინდელი დანიშვნების შეუსაბამობას საერთაშორისო რეკომენდაციებსა და სტანდარტებთან, საპარლამენტო კონტროლის ნაკლებობას მთავრობასა და უსაფრთხოების სამსახურებზე, მედიის უკიდურეს პოლარიზაციას, მიკერძოებასა და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ნაკლებობას.

„ეს რეზოლუცია ადასტურებს, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელება არ არის ეფექტიანი სწორედ კანონის უზენაესობის დიდწილად არასათანადო არსებობის გამო. ასოცირების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგაც კი მთავრობამ ვერ მოახერხა მისი განხორციელება ისე, რომ მოსახლეობას რეალურად ეგრძნო ის სავაჭრო-ეკონომიკური და კანონის უზენაესობის სიკეთეები, რაც ამ დოკუმენტის არსს წარმოადგენს, რაც წინაპირობაა ევროკავშირში სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციისა, ვერ შექმნა ისეთი ქმედითი საჯარო სამსახური, რომელიც მის განხორციელებას შეძლებდა.

რეზოლუცია პირდაპირ აღიარებს, რომ ქვეყანაში არ არის სათანადო საარჩევნო გარემო რადგან იდენტიფიცირებული ტენდენციები, როგორიცაა საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება და თავისუფლად ხმის მიცემის შეზღუდვა განსაკუთრებით საჯარო მოხელეების მიმართ, ძალადობაზე დაუსჯელობა, არ არის მოგვარებული.

ეს არის ბოლო შანსი, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს დემოკრატიულობის იმიჯი, ეს არის ბოლო შანსი და გაფრთხილება ხელისუფლების მიმართ ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები და ეს არჩევნები არ ტარდება მხოლოდ 31 ოქტომბერს, არამედ ახლა, მთელი საარჩევნო კამპანიის პროცესში“,- აღნიშნა ბოძაშვილმა, რომლის განცხადებასაც პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა, დღეს, 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. 36-პუნქტიან დოკუმენტში საუბარია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და რეფორმების შესრულებაზე.

კონკრეტულად კი, ანგარიშის ავტორებმა შეაფასეს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში მიღწევები, როგორებიც არის: პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა