გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მიუღებელია კრიტიკა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეესაბამება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან მიმართებით სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა მიზანია, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი იყოს.

როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, განხილვა ეხება სამ ძირითად საკითხს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებას, ამ დასაბუთების გასაჩივრებას და კენჭისყრის ღიაობა-ფარულობას. გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ პოზიციები ამ ეტაპისთვის დაახლოებულია, თუმცა, განმარტავს, რომ კვლავ რჩება გარკვეული კითხვები და დეტალები, რომელიც გადაწყვეყას საჭიროებს.

"პროცედურულად შემოთავაზებულია ახალი მოდელი კანდიდატებთან გასაუბრებისთვის,რაც ჩვენი აზრით, გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის და საჭიროებს დამატებით რეგულაციებს. ასევე, შემოთავაზებული იყო ფარულობისა და ღიაობის ნაწილში შუალედური ვარიანტი, რომელიც ჩემი აზრით, ასევე დახვეწას საჭიროებს",- განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი ეხება იმ სამ ძირითად საკითხს, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა დაყენებული. ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, მიუღებელია კრიტიკა, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეესაბამება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა